|
2021-08-11 19:11:27, 982 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ ალჟირის ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე, 65 ადამიანი დაიღუპა
ჩრდილოეთ ალჟირის ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე, 65 ადამიანი დაიღუპა- ინფორმაციას “Reuters”-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, ხანძრების შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებული ტერიტორია ტიზი უზუუ იყო, კაბილის რეგიონის უდიდესი უბანი, სადაც სახლები დაიწვა და მოსახლეობა იძულებული გახდა თავშესაფარი სასტუმროებში, ჰოსტელებში და ახლომდებარე ქალაქებში განთავსებულ უნივერსიტეტში მოეძებნათ. მთავრობამ ჯარი გამოიყვანა ხანძრის ჩასაქრობად, დაღუპულთაგან 28 სწორედ ჯარისკაცია. 12 მათგანს კი მძიმე დამწვრობა აქვს. პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ თებუნმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ტყის ხანძრებმა გასული კვირას ალჟირის, თურქეთისა და საბერძნეთის დიდი ნაწილი მოიცვადა ევროკავშირის ატმოსფეროს მონიტორმა თქვა, რომ ხმელთაშუა ზღვა გახდა ტყის ხანძრის ცხელი წერტილი, რომელსაც ხელს უწყობს ცხელი ამინდი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)