|
2021-08-11 16:12:34, 909 ნახვა
მსოფლიო
ჰაკერებმა 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს
„პოლი ნეთვორქზე“ განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. პლატფორმის წარმომადგენელთა განცხადებით, მოპარული თანხის მოცულობა ყველაზე მსხვილია დეცენტრალიზებული ფინანსური მომსახურების ისტორიაში. „პოლი ნეთვორქმა“ ჰაკერების მიერ გამოყენებული საფულეების მისამართები გამოაქვეყნა და კრიპტოვალუტის მაინინგში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს ამ მისამართებიდან შემოსული ინფორმაციის დაბლოკვისკენ მოუწოდა. პლატფორმის წარმომადგენლის თქმით, კიბერდამნაშავეებს მათთან დაკავშირება და მოლაპარაკება შესთავაზეს რამდენიმე ციფრულ მისამართზე თანხების დასაბრუნებლად. მათივე განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი ზომების მიღებას გეგმავენ, რადგან აღნიშნული ქმედება მსხვილი ეკონომიკური დანაშაულია. კიბერდანაშაულის ექსპერტთა ჯგუფის, „სიფერთრეისის“ მონაცემებით, მიმდინარე წელს ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმების 76 პროცენტი დეცენტრალიზებული ფინანსური მომსახურების სექტორზე მოდის. თავდასხმების შედეგად ჯამში მოპარულია 361 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხა, რაც წინა წლის მონაცემებს 2,7-ჯერ აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)