|
2021-08-11 16:43:07, 995 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდება. „მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლირებადია, თუმცა, სამწუხაროდ, სპეციალისტები აფიქსირებენ პირველ ნეგატიურ ტენდენციებს მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზების რაოდენობის ზრდასთან მიმართებაში. ამიტომ, აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლება დღეს იღებს დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 31 აგვისტოს უნდა მოხსნილიყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)