|
2021-08-10 17:56:51, 2179 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი ექვს ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ვაქცინაციის დასაჩქარებლად დამატებით 35 მილიონს გამოუყოფს
ევროკომისიამ აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტი 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა. აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის ვებ-გვერდზეა განთავსებული და აღნიშნულია, რომ გამოყოფილი დახმარების მიზანი ვაქცინაციის კამპანიების დაჩქარება და უსაფრთხო, ეფექტური ვაქცინების მიწოდების უზრუნველყოფაა. ევროკომისიამ აღნიშნული ფინანსური დახმაარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას გაუზარდა, კერძოდ, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას. „ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გლობალური ვაქცინების დეფიციტის ფონზე“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთანავე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დახმარების პირველი, 40 მილიონი ლარის დახმარების პაკეტი თებერვალში ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)