|
2021-08-10 15:26:03, 901 ნახვა
მსოფლიო
გვინეაში „მარბურგის ვირუსის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ის გარდაცვლილ მამაკაცს აღმოაჩნდა
გვინეაში პაციენტისგან აღებულმა ნიმუშებმა, რომელიც მას გარდაცვალების შემდეგ აუღეს დაადასტურა, რომ იგი „მარბურგის ვირუსული ინფექციით“ იყო დაავადებული- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი თქმით, გვინეის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს დასავლეთ აფრიკაში, „მარბურგის ვისურისის“ პირველი შემთხვევა. ამჟამად იკვლევენ გარდაცვლილის კონტაქტებს.გამოვლენილია ოთხი მაღალი რისკის მქონე კონტაქტი. გასულ კვირას, ვირუსი დაფიქსირდა გუეკედუშიც იმავე რეგიონში, სადაც „ებოლას“ ბოლოდროინდელი შემთხვევები გამოვლინდა ეპიდემიის დროს, რომელიც უკვე დასრულებულია. ეს არის მძიმე, ხშირად ფატალური დაავადება. ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თავის ტკივილი, ცხელება, კუნთების ტკივილი, ღებინება სისხლი და სისხლდენა. „ჯანმო „-ს აფრიკის დირექტორმა, მატშიდისო მოეტმა განაცხადა, რომ ვირუსს აქვს პოტენციალი "გავრცელდეს შორს და სწრაფად“. „მარბურგის ვირუსული ინფექციის" საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)