04:34 - 26 Jul, 2026
|
2021-08-09 14:39:25, 811 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით სომხურმა მხარემ ჰეიდარაბადის დასახლებაში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს- ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „9 აგვისტოს, 00:10 საათიდან 00:50 საათამდე, ვედის რაიონში განლაგებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკი რაიონის ჰეიდარაბადის დასახლებაში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად აზერბაიჯანის არმიაში არავინ დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)