|
2021-08-07 21:59:16, 968 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი- 5 ივლისს დილით ქაშუეთის ეკლესიის წინ გავიარე და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ იყო მისული
მგონია, რომ 5 ივლისის მოვლენების აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი. დილით გავიარე ეკლესიის წინ და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ იყო მისული, - ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი თქმით დაუშვებელია ჟურნლისტებზე ძალადობა. მისი თქმით სამწუხაროა რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა მედიაზე თავდასხმაში. „საერთოდ გაუგებარია, არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე. მგონი, ამის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშვეთში იქნებოდა შეხვედრა, 2 პარაკლისი, რა პარაკლისი?! მე გავიარე ეკლესიის წინ დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავმოყრილი სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული. როდესაც ხელისუფლება ხარ და შესაძლებელია ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, ამის აკრძალვა, წესრიგის დაცვა აუცილებელია. სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც, განცხადებებით. კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ვიცით, რომ პატრიარქის მთელი ცხოვრება მიძღვნილი იყო იმისკენ, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო, არც შიგნით ეკლესიაში და არც საზოგადოებაში. რაც მისგან მესმის, ეს მისი მთავარი წუხილი და ზრუნვაა. ალბათ, ეს რომ ხდება ეკლესიაში მისთვის დიდი ტკივილია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)