|
2021-08-06 14:15:39, 525 ნახვა
მსოფლიო
„ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის ტერიტორიაზე, - ამ ინფორმაციას უცხოური სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმცია ისრაელის თავდაცვის ძალებმაც დაადასტურეს. მათი განცხადებით, ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვეს, რაკეტების უმეტესობა ისრაელის „რკინის გუმბათის“ სისტემამ მოიგერია, დანარჩენი კი - დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა. „ჰეზბოლას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს სარაკეტო თავდასხმა პასუხია გუშინ, ისრაელის მხრიდან განხორციელებული ავია იერიშის. შეგახსენთ რომ გუშინ, ისრელმა ლიბანის თავდასხმის პასუხად ის ობიექტები ააფეთქა, საიდანაც 4 აგვისტოს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)