|
2021-08-05 16:31:07, 608 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო ინდიკატორები
10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე.- ამის შესახებ ინფრომცის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს მინისტრის თქმით, აღრიცხვიანობის და ანგარიშვალდებულების შეფასების საუკეთესო მოდელად აღიარებულია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების - ე.წ. PEFA-ს შეფასება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ხორციელდება; განხორციელებული რეფორმების შედეგად, აღნიშნული შეფასების ინდიკატორების 81 პროცენტში საქართველოს აქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება. "ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს თითოეული მიმართულებით და სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2026 წელს - ინდიკატორების 90 პროცენტში, 2030 წელს - ინდიკატორების 95 პროცენტში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. რაც შეეხება ბიუჯეტის გამჭვირვალობას, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვნია ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი რომლის მიხედვით საქართველო იმყოფება სრულიად გამჭვირვალე სტატუსის მქონე 6 ქვეყანას შორის. „მომდევნო წლებში, ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია გამჭვირვალობის სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლებისკენ და რაც მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო პროცესში მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორის მეტი ჩართულობის მიღწევისკენ. შედეგად ჩვენ მუდმივად შევინარჩუნებთ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნის სტატუსს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ქვეყანას მაღალი შეფასებები აქვს საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით. „საგადასახადო ორგანოების ეფექტურობა 4 წელიწადში ერთხელ ფასდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტის - ე.წ. თADAთ-ის მიხედვით. ინდიკატორების 53 პროცენტში ქვეყანას აქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება. ამ ეტაპზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მიმდინარეობს მომდევნო 4 წლიანი სტრატეგიის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განახლდება ჩვენი რეფორმების სია. რეფორმების განხორციელების შედეგად, სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს თADAთ-ის მიხედვით კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2024 წელს - ინდიკატორების 70 პროცენტში, 2028 წელს - ინდიკატორების 90 პროცენტში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)