|
2021-08-05 14:26:25, 761 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი და გერმანია, მოქალაქეების დამატებითი დოზით აცრას გეგმავენ
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მოწოდების მიუხედავად საფრანგეთი და გერმანია თავიანთი მოქალაქეების მესამე ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრას გეგმავენ, - ამ ინფორმაციას უცხოური საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მათი ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონის განცხადა რომ თავდაპირველად მესამე დოზას მოწყვლად ჯგუფებს შესთავაზებენ,როგორებიც არიან ხანდაზმული და დაუცველი ადამიანები „მესამე დოზა, ალბათ, აუცილებელი იქნება არა პირდაპირ ყველასთვის , არამედ ყველაზე დაუცველი და ყველაზე ხანდაზმული ადამიანებისთვის“, - პრეზიდენტმა განაცხადა მაკრონმა. მსგავის გადაწყვერილება მიიღო გერმანიის ჯანდაცვის უწყებამაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით მოსახლეობის ვაქცინაციაზე მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადდეს. მისი განცხადებით, მაშინ როდესაც მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ვაქცინის პირველ დოზას ელოდება, მდიდარი ქვეყნები მესამე ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრას იწყებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)