|
2021-08-04 14:46:24, 746 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში, „მწვანე ზონასთან“ მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მწვანე ზონასთან“, მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 6 ადამიანის, მათ შორის 3 თავდამსხმელის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას უცხოური გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აფეთქებისას კიდევ 7 ადამიანი დაშავდა როგორც ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლმა მედიასთან საუბრისას განაცხადა , თავდასხმის სამიზნე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბისმილაჰ მუჰამედის სახლი იყო. მუჰამედის განცხადებით, მას და მის ოჯახის წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ. თუმცა აფექეებისას დაშავდა მისი დაცვის რამდენიმე თანამშრომელი. აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ქაბულში ასობით მოქალაქე ქუჩებში გამოვიდა რათა თავიანთი მხარდაჭერა გამოეხატათ ავღანეთის სამხედრო ძალების მიმართ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)