|
2021-08-04 10:24:43, 453 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სამი ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამხანაგობების მოთხოვნის საფუძველზე მუხიანის მე-4 ა მიკრორაიონის N3 კორპუსის I სადარბაზოში და მუხიანის პირველი მიკრორაიონის N13 კორპუსის V და X სადარბაზოებში ლიფტების სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდა ლიფტი, შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. პროექტისთვის ჯამში 108 675 ლარი დაიხარჯა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)