|
2015-02-02 13:03:02, 2346 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებებს იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) მოლაპარაკაბებს იწყებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 თებერვალს, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომის გამართვაა დაგეგმილი. სხდომის ფარგლებში განხილული იქნება EFTA-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების პროექტი, რაც ფაქტობრივად, მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის 17 ნოემბერს ჟენევაში გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ექსპორტის ხელშეწყობა, საექსპორტო ბაზრების და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით. EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი გაიხსნება, რომელიც აერთიანებს 4 ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან გააფორმებს“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია (EFTA) შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს აერთიანებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)