|
2021-08-03 18:43:46, 1257 ნახვა
რეგიონი
დღეიდან კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში სოფლის ამბულატორიები ჩაერთო
დღეიდან კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში სოფლის ამბულატორიები ჩაერთო, - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ,,სინოფარმით“ ჩაიტარონ ვაქცინაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის ამბულატორიაში - დაბა ოჩხამურის, ხუცუბნისა და ბობოყვათის, ხოლო ხელვაჩაურის მუნივიპალიტეტში, ახალსოფლისა და ახალშენის სამედიცინო ამბულატორიებში. ქობულეთის ამბულატორიებში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად გაეცნო. ,,რეგიონში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის ზრდის პროპორციულად, ფართოვდება იმუნიზაციის არეალიც. დღის განმავლობაში უკვე 3 000-მდე პირი იტარებს ვაქცინაციას. შესაბამისად, პროცესს დღეიდან შეუერთდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების 5 სამედიცინო ამბულატორია. როგორც იცით, მომდევნო დღეებში დამატებით ჩაერთვება მაღალმთიანი აჭარის 4 სოფლის ამბულატორიაც და ჯამში, ვაქცინაციის პროცესში ოპერირებას 9 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი გასწევს. დღეს, დაბა ოჩხამურის ამბულატორიაში, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი-თერაპევტი, 74 წლის მიხეილ დიასამიძე ,,სინოფარმით“ საჯაროდ აიცრა. მიუხედავად რთული ანამნეზისა, ბატონმა მიხეილმა პირად პასუხისმგებლობად აიღო აცრილიყო და მაგალითი მისცა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო და უალტერნატივო გზა კოვიდის დასამარცხებლად“ - აღნიშნა მარი ზანაქიძემ. ,,სინოფარმით“ ვაქცინაციას ხვალ დილიდან მეოთხე პოლიკლინიკა და მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი დაიწყებს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)