10:47 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 11:45:41, 1820 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარებენ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს  შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია  წინასწარი  რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.
როგორც დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი აცხადებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული  მოქალაქეებისთვის იმუნიზაციის კაბინეტები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  მოეწყო.
„თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს  იმუნიზაციის პროცესს. ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთია იარაღია მსოფლიოში. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. 
რუხის სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი,  ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად გაეცნო. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics