|
2021-08-02 18:01:05, 913 ნახვა
პოლიტიკა
IRI-ის კვლევა - გამოკითხულთა 88%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 58%-ს კალაძე, 56%-ს კი გახარია მოსწონს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული ახალი საოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 88%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 58%-ს კახა კალაძე, 56%-ს კი გიორგი გახარია მოსწონს. კვლევის შედეგები ასე ნაწილდება: პატრიარქი 88% კახა კალაძე 58% გიორგი გახარია 56% ირაკლი ღარიბაშვილი 40% ნიკა მელია 39% დავით უსუფაშვილი 36% ანა დოლიძე 34% სალომე ზურაბიშვილი 31% ელენე ხოშტარია 30% გიორგი ვაშაძე 30% ირაკლი კობახიძე 30% შალვა ნათელაშვილი 29% ალეკო ელისაშვილი 27% კახა კუჭავა 25% მამუკა ხაზარაძე 24% ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 20% ირმა ინაშვილი 20% ბადრი ჯაფარიძე 19% გიგა ბოკერია 18% ნინო ბურჯანაძე 17% ლევან ვასაძე 16% იაგო ხვიჩია 7% პაატა დავითაია 6% ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)