11:34 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 13:50:07, 381 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. 
პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც ღონისძიებაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია.

"რეფორმები, რომლებსაც თავის დროზე ჩვენ შევეჭიდეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებდა თითოეულ ჩვენგანს, რიგითი პოლიციელიდან დაწყებული,  უმაღლესი რანგის პირის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი.
სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics