|
2021-08-02 12:27:39, 723 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული სუს-ის ჩანაწერები არ არსებობს და ეს „ფეიკ ნიუსია“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით „ფეის ნიუსს“ უწოდებს. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ეს არ არის ჩანაწერები, ესაა ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. „ჩემთვის ეს არის მორიგი „ფეიკ ნიუსი“, გავრცელებული იმ არხიგან და იმ ე.წ მედიამენეჯერებისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ რადიალური ოპოზიციური პარტის ერთ-ერთი ლიდერი. სინამდვილეში ჩანაწერები არ არის, ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს და გ.ნ-მ რა უთხრა ბ-ნ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე. მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების, თუნდაც ჩემი ოჯახის მიმართ ჩვენ ვნახეთ ყალბი დეზინფორმაციები და ფეიკ-ნიუსები, არ უნდა გაგვიკვირდეს არც ეს. ჩვენ ამ ყველაფერს ვხვდებით მშვიდად, ვინაიდან ვიცით ვინ არის ნიკა გვარამია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, გუშინ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. გვარამიას თქმით, ფარულ ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ მირად ცხოვრებაზე.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)