|
2021-07-31 18:10:50, 814 ნახვა
მსოფლიო
სიცილიაში ხანძარს ებრძვიან
იტალიელიაში ორი დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან, უცხოური გამოცემა Reuters-ის ცნობით, ხანძარმა ქალაქ კატანიამდე მიაღწია, რის შედეგადაც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა სავალდებულო. დროებით დაიხურა ადგილობრივი აეროპორტიც. ხანძრის ლკალიზებას ხელს უშლის ძლიერი სიცხე და ქარი, ამინდის გამო ხანძარმა პალერმოს პროვინციამდეც მიაღწია, რამაც სიცილიის დედაქალაქში ფერფლის წვიმა გამოიწვია. მიმდინარე კვირის დასაწყისში ხანძრებმა სამხრეთ ევროპის სხვადასხვა ნაწილი მოიცვა, მათ შორის ესპანეთი და თურქეთის სამხრეთ რეგიონები, სადაც ამ დრომდე არის დარჩენილი ხნძრის კერები. ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა იტალიის კუნძული სარდინია. სარდინიაზე ხანძრის შეჩერების მიზნით იტალია იძულებული გახდა დახმარებისთვის ევროკავშირისთვის მიემართა და ბლოკმა რამდენიმე დღის წინ ქვეყანას ოთხი სახანძრო თვითმფრინავი გაუგზავნა. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) იტალიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ სარდინიაში ხანძრების გამო თითქმის 20 000 ჰექტარი მიწა დაზიანდა, დაიხოცა ცხოველები და განადგურდა საუკუნოვანი ტყეები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)