|
2021-07-30 15:13:50, 905 ნახვა
პოლიტიკა
ISSP-ს კვლევის მიხედვით, საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა
OC MEDIA-ს მომზადებულ სტატიაში საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის, ISSP-ის კვლევის შედეგებზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად სახელდება. „საქართველოში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ჰომოფობიის მასშტაბი ქვეყანაში და გამოკითხულთა მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანა შესაძლოა იყოს ყველაზე ჰომოფობიური, კონტინენტზე“, - აღნიშნულია სტატიაში. ISSP-ის გამოკითხვა 33 ქვეყანაში, ძირითადად ევროპაში ჩატარდა. რესპონდენტებს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა არასწორი სქესობრივი კავშირი ერთი სქესოს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის. საქართველოში გამოკითხულთა 84%-მა თქვა, რომ ეს ყოველთვის არასწორია. საქართველო ამ მაჩვენებლით კვლევის პირველ ადგილზეა, მას კი, თურქეთი მოსდევს, სადაც აღნიშნულ კითხვაზე მსგავსი პასუხი გამოკითხულთა 80%-მა გასცა, თურქეთს კი, 78%-ით ფილიპინები მოსდევს. მეოთხე ადგილზე, 69%-ით რუსეთია. აღსანიშნავია, რომ ISSP-ს გამოკითხვა აზერბაიჯანსა და სომხეთში არ ჩაუტარებია.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)