|
2021-07-30 14:55:53, 885 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაჰან ქერობიანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაჰან ქერობიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მიმდინარე თანამშრომლობის და არსებული პოტენციალის ათვისების საკითხებზე ისაუბრეს. „ჩვენ ქვეყნებს წარმატებული პარტნიორული ურთიერთობების მრავალწლიანი ისტორია აქვთ. საინტერესო შეხვედრა გვქონდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან. აღსანიშნავია, რომ სომხეთში ეკონომიკის სამინისტრო ფარავს სოფლის მეურნეობის სექტორსაც, შესაბამისად, საუბარი იყო იმაზეც, რომ ქართულმა და სომხურმა ბიზნესსექტორმა ძალისხმევა გააერთიანონ, რათა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გამოვიყენოთ ახალ ბაზრებზე ქართული და სომხური კომპანიების წვდომის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მევენახეობისა და ღვინის წარმოების ფონდის დირექტორი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)