05:31 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 11:32:19, 858 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, 100 აშშ დოლარს გადაუხდიან

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატების ადგილობრივ მთავრობას მოუწოდა, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ჩაიტარებს,  წახალისების მიზნით, როგორც სტიმული 100 დოლარი გადაუხადონ.

,,ვიცი, რომ შეიძლება ეს უსამართლოდ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ თუ წახალისების საშუალებები გვეხმარება ამ ვირუსის დამარცხებაში, მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა წამახალისებელ განცხაებასთან ერთად ახალი წესები წარადგინა. კერძოდ, სამთავრობო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებსაც არ ექნებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, კვირაში ერთხელ ან ორჯერ „კოვიდ-19“-ის ტესტი ჩაუტარდეთ და მოგზაურობაზე შეზღუდვები დაუწესდეთ. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავდაცვის დეპარტამენტს სამხედროების მასობრივი ვაქცინაციის საკითხის შესწავლა დაავალა.

,,იუსტიციის დეპარტამენტმა განმარტა, რომ კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოთხოვნა სავალდებულოა. ყველას გვსურს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ და სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანები სრულად ვაქცინირებული არიან, ამის სწრაფად და წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს,"- აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აშშ-ში დაახლოებით 163.8 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics