03:56 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 14:07:03, 832 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ევროპარლამენტარების იმედგაცურება „ნაცონალური მოძრაობის“ პოლიტიკით არის გამოწვეული

მსურს შევუერთდე იმედგაცურებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, ეს გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ატარებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების მთავარი ხელისშემშლელი „ნაციონალური მოძრაობაა".

,,მსურს, შევუერთდე იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებდა, ატარებს და მომავალშიც აპირებს, რომ გაატაროს ნაციონალური მოძრაობა და მის გარშემო შეკრებილი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი. მათი მიზანია სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა და რევოლუციურ სურათზე არათუ უარის თქმა, არამედ პარლამენტში შემოსვლით კიდევ იმ რესურსების მომრავლება, რასაც საბოტაჟი და ქვეყნის რყევის მცდელობა ჰქვია. ეს იმდენად თვალსაჩინო და ნათელია, რომ რასაკვირველია სხვა კომენტარი ვერ გვექნება. რეალურად, არ შეიძლება, იყო შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და მთავარი საფრთხის შემქმნელი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გავუზიარებთ ათასგზის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics