|
2021-07-26 19:10:30, 834 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ალექსეი ნავალნის ვებგვერდი დაბლოკა
რუსეთის ხელისუფლებამ კრემლის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ვებგვერდი დაბლოკა. გვერდის დაბლოკვის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კრემლის ეს ქმედება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. რუსეთის მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ navalny.com-თან ერთად ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დაკავშირებული 48 პირისა და ორგანიზაციის ვებგვერდიც დაბლოკა. როგორც „როსკომნადზორის“ განმარტავს, გადაწყვეტილება გენერაურმა პროკურორმა მიიღო . მათივე განმარტებით, აღნიშნული ვებგვერდები სასამართლოს მიერ უკვე აკრძალულ მოძრაობებს პროპაგანდის გავრცელებასა და უკანონო საქმიანობის გაგრძელებაში ეხმარებოდნენ. ცნობილია,რომ გასულ თვეში რუსეთის სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობაა დაკმაყოფილა და ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციები ექსტრემისტულად გამოაცხადა. რაც ოპოზიციონერის სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობაში ხელს უშლის. აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო შეერთებულმა შტეტაბმა და ბრიტანეთმა და ის რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციისთვის მიყენებულ დარტყმად შეაფასეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)