13:35 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 14:21:47, 586 ნახვა

საზოგადოება
აჭარა საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში", ბიზნეს ფორუმი საქართველო-პოლონეთი გაიმართა. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. ფორუმის ფარგლებში აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

 „აჭარა მასპინძლობს ბიზნეს ფორუმს, სილეზიისა და აჭარის რეგიონების, ხელისუფლების და კერძო სექტორის მონაწილეობით. ორივე რეგიონის როგორც სამთავრობო, ასევე აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს სრული შემადგენლობა მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ყველა შესაძლო თანამშრომლობას, რომელიც ამ ორი რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შესაძლოა განვითარდეს.

ახლა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაფართოებული ვაქცინაცია და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, რომელიც ერთის მხრივ მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ეს პოსტპანდემიურ პერიოდში ყველაზე აქტუალური საკითხია და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლონელ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს რომ კერძო სექტორთან ერთად იღებენ მონაწილეობას ამ ფორუმში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა.

ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს.

ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და პოლონეთში ლოჯისტიკის, ტურიზმის, ინოვაციური ტექნოლოგიების, მშენებლობის სფეროში მოღვაწე დაახლოებით 30 კომპანიის წარმომამადგენელი დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics