|
2021-07-26 12:57:33, 885 ნახვა
ეკონომიკა
იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენცია ძალაში შევიდა
იაპონიასთან ძალაში შევიდა „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ" კონვენციის განახლებული ტექსტი. აღსანიშნავია, რომ „საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ" კონვენციის გაფორმება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებში, ვინაიდან ახალმა ტექსტმა ჩაანაცვლა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის მანამდე მოქმედი 1986 წლის საგადასახადო შეთანხმება. ახალი კონვენცია ეფუძნება შემოსავლებსა და კაპიტალზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამ დროისთვის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)