13:35 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 11:08:10, 460 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, ქვეყანაში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, პირველი სასწავლო მოდული შემუშავდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა აგრარული მიმართულების პედაგოგებს, ხარისხის მენეჯერებსა და კოლეჯების დირექტორებს სასწავლო მოდული „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა” და „კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი სოფლის მეურნეობა” გზამკვლევი გააცნეს. – ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.


უწყების ცნობით, სასწავლო მოდული პროფესიული სასწავლებლებისთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით შემუშავდა.


მათივე ინფორმაციით, კურსი მოიცავს საქართველოში აგროეკოლოგიური და კლიმატური ზონების მიმოხილვას, არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით მემცენარეობასა და მეცხოველეობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკის გაცნობას, კლიმატის ცვლილების გავლენას  სოფლის მეურნეობაზე, ასევე, კლიმატგოვრული და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობას.


,,პროფესიულ სასწავლებლებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სასწავლო კურსის დანერგვის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შეფასების,  აღნიშნული რისკების შემამცირებელი ღონისძიებების შემუშავების და თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშესაწყობად, შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადება. სასწავლო მოდული შემუშავებულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ფარგლებში -  „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია”. - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics