|
2021-07-21 17:28:45, 1036 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს
ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც 5 ივლისს მოხდა. „რასაკვირველია, უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, თავის პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს. რასაც ჯიმ რიში თავის განცხადებაში აღნიშნავს, ეს იყო იმის მიზანი, რაც დღემდე ხდებოდა. ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც სამწუხაროდ მოხდა. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, ესეც მგონია, გარკვეული კონსპირაციის ნაწილი, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებას არასწორი შეთაბეჭდილება შექმნოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი გადაცდომაა, არის მორალური გადაცდომა, რაც არ ეკადრება არც ქართველს, არც საქართველოს, მით უმეტეს, თუ თავს დებენ ქრისტიანული მორალის დამცველებად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო შეწუხებულია.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)