|
2021-07-19 19:33:31, 830 ნახვა
კომენტარი
შარლ მიშელი - ერთი თაობის დროს თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის მანძილი უპრეცედენტოდ შემცირდა
„ერთი თაობის დროს თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის მანძილი უპრეცედენტოდ შემცირდა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიული მმართველობა არა მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა, არამედ არის ინსტრუმენტი მრავალი შესაძლებლობის გამოყენების. „საქართველო, მოლდოვა და უკრაიანა უკვე 30 წელია, დამოუკიდებელი არიან. ერთი თაობა, რომელმაც ძალიან ძლიერი ძალისხმევით მიაღწია წინსვლას, ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე, და ეს არ ყოფილა იოლი გზა. ეს სულისკვეთება მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, აგრესიის, გამოწვევების ფონზე და პირობებში. ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას…ვახსენე ერთი თაობა დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი არის თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორი უფრო მეტი დემოკრატიისთვის, უფრო მეტი სტაბილურობისთვის და მეტი კეთილდღეობისთის, და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნის მოსახლეობის სასარგელოდ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)