15:29 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 18:24:35, 561 ნახვა

საზოგადოება
„ნართები“ ბათუმში!

23 ივლისს, 20.00 საათზე ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“ წარსდგება განახლებული პროგრამით  ქ. ბათუმის მაყურებლის წინაშე. კონცერტი ჩატარდება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

პროგრამა (გაგრძელდება 1.30 საათი) წარმოდგენილია ოსური, ქართული და აფხაზური ცეკვებით და სიმღერებით.  

ანსამბლ „ნართების“ სამხატვრო ხელმძღვანელის, გოგიტა თათულაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოს ოკუპაციის პირობებში, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს და არ მიეცეს დავიწყებას ოსური ხალხური სიმღერები და ცეკვა: „ჩვენს პროგრამაში წარმოდგენილია, როგორც ქართული, ასევე ოსური ხალხური ცეკვა-სიმღერა. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა მაყურებელმა გაიზიაროს ის სითბო და სიყვარული, რომელიც აკავშირებს ორ ძმობილ ხალხს - ოსებს და ქართველებს. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციებს“.

ანსამბლის კონსულტანტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი ომარ ხუბაევი მოხარულია, რომ „ნართების“ კონცერტი იმართება აჭარაში: „აჭარამ ქართულ კულტურას ბევრი შესძინა, დიდი წვლილი შეიტანა. აჭარა ჩემთვის არის ერთ-ერთი საყვარელი კუთხე, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ შევხვდეთ ჩვენ მეგობრებს, აჭარლებს, შევეგებოთ მათ ახალი კონცერტით. ძალაინ მიყვარს ბათუმი, ჩვენი მეგობრობა უნდა გაგრძელდეს!“, - განაცხადა ხუბაევმა.

ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები და ბათუმის საზოგადოება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics