|
2021-07-19 13:20:01, 1095 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი - მართლმსაჯულების რეფორმა წინაპირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების
ეს არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობა საქართველოსთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივებთან ერთად მიღწეული, მოლაპარაკებების დროს. „ჩემი მთავარი გზავნილია საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. განსაზღვრული პროგრესი კანონის უზენაესობის მიმართულებით, პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფორების გზით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილია მართლმსაჯულების რეფორმა და ეს არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობა საქართველოსთვის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან მიღწეული“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)