|
2021-07-19 12:19:42, 482 ნახვა
საზოგადოება
Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი ცნობილია
წლევანდელი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის : „საქართველოს ბანკი“ სტიპენდიატი უკვე ცნობილია. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ალექსანდრე ონიანი ორი წლით Bentley University-ში გაემგზავრება. ის სწავლას აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, წელს Fulbright-ს სულ 10 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია. „აშშ-ს მთავრობასა და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ახალგაზრდებს ყოველ წელს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მიიღონ. ბანკსა და ფულბრაიტს შორის პარტნიორობა 2014 წელს დაიწყო. ჩვენი მხარდაჭერით აშშ-ში უკვე 7 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა, წელს კი ამ რიცხვს ალექსანდრე ონიანი შეუერთდება. გვინდა მივულოცოთ ალექსანდრეს ეს დამსახურებული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ Bentley-ის პრესტიჟული უნივერსიტეტისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი მიზანია, მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, სასურველ ადგილას მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას", - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. გარდა ამისა, როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. Fulbright-ის სტიპენდია მთელს მსოფლიოში აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას წარმოადგენს. სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. ამჟამად ფულბრაიტის 2022-2023 წლის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს. საბუთების მიღება 2021 წლის 1 მაისს დაიწყო და 2021 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://boe.ge/project/fulbright
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)