|
2021-07-18 21:13:48, 755 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი საქართველოშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას ჟურნალისტები დახვდნენ, რომლებსაც მედიაზე თავდასხმის შესახებ ბანერები და ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები ჰქონდათ მიტანილი. მიშელი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ხვალ გაიმართება. მას აეროპორში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს შარლ მიშელის მესამე ვიზიტია საქართველოში. ის ინდივიდუალურად შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. მიშელის გარდა ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)