23:30 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-18 13:16:19, 961 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში მედიის ნაწილი არ შეუშვეს - შენობას პოლიცია ჯაჭვით იცავს

პარლამენტის შენობასთან, სადაც მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ხმაური იყო. სამართალდამცველებმა პარლამენტთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. 

ადგილზე შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურდათ, სადაც დღეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს უნდა მოუსმინონ, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვის სამსახურმა და პოლიციამ არ მისცა. მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შენობაში შესვლა კონკრეტული სიის მიხედვით ხდება.

"საშვი მაქვს და არ გვიშვებენ, იმიტომ, რომ ეშინიათ. ბრძანებაა გაცემული. დგანან და არ გვიშვებენ, მუხლიც კი არა იციან, რომლის მიხედვითაც არ გვიშვებენ. ეს კანონის დარღვევაა. პარლამენტი დაეყრდნო რაღაც მუხლს, რომელზეც ამათ [პოლიციელებს] წარმოდგენა არ აქვთ, მაგრამ თავად ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა ნიშნავს, რომ შეშინებულები არიან", - განაცხადა ფორმულას ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ.

მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კითხვების დასმა პირისპირ სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცათ.

სამართალდამცველების განცხადებით, პარლამენტის შენობაში შესვლა უსაფრთხოების რეჟიმის გამო არ არის შესაძლებელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics