2021-07-15 10:11:15, 1315 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 189 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 189 მილიონს გადააჭარბა და 189,183,198-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 172,809,405 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 4,074,687-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 34,848,068 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 30,987,880 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ბრაზილია და რუსეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,