00:09 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-14 16:52:24, 1322 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები ფაიზერით ვაქცინაციაზე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები ფაიზერით ვაქცინაციაზე.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ სისტემაში კვლავ შეფერხებებია.

„შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტუროთ და პირველ რიგში, მე კვლავ მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო. შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა როგორც ჩვენთვის სხვადასხვა სამსაურებიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე ეს დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეული არის მაღალი მომართვიანობით და ჩვენი მოქალაქეების დიდი ინტერესებიდან ვაქცინაციის პროცესზე. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი აღმოფხვრა დროულად.

ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ  უმოკლეს ვადაში მოხდება ამ ხარვეზის აღმოფხვრა. თუმცა პარალელურად მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო იმ მიმართულებით, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა არ არის საბოლოო რაოდენობა, შესყიდვა განხორციელებულია, გადარიცხულია სრული თანხა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics