|
2021-07-12 14:54:07, 1213 ნახვა
პოლიტიკა
უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა
უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ ბლოკირებული და ხელისუფლების წარმომადგენლებს რიგგარეშე სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. „ჩვენი ტრიბუნის ბლოკირების ერთადერთი მიზანი იყო მოთხოვნა, რომ გადადგეს მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან კონკრეტული მოთხოვნაა, რომელიც არამხოლოდ ჩემი და ოპოზიციის, არამედ მთელი საზოგადოების, ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორის და ყველა ნორმალური საქართველოს მოქალაქის მოთხოვნაა. დარბაზი ჯერ დაგატოვებინეს თქვენ, მედიის წარმომადგენლებს და ბოლო გამოიყვანეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, შემდეგ ძალადობრივი გზით გამოგვათრიეს ჩვენც. ეს არის რეჟიმი, რომელიც იძალადებს ყველაზე და ყველაფერზე იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)