|
2021-07-12 11:08:19, 679 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 5-6 ივლისის მოვლენები იყო წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ
ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს შედგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 5-6 ივლისის მოვლენები იყო წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. „ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანტისახლმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს შედგება ჩვენს ქვეყანაში. ეს ტრაგედია ვნახეთ, რომ სცადეს გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნის მიღწევას. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთალი სიმკაცრით დასჯილი, პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)