20:29 - 26 Jul, 2026
|
2021-07-11 15:15:06, 610 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ლექსო ლაშქარავას, ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა. მან სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ უნდა დაისაჯონ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები. "არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, ვინც ამ დღეშია. საავადმყოფოში ვინახულე თავსი დროზე და მართლა არ მეგონა, თუ აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიის გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინც იყო პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ესაა აუცილებელი. თქვენ, ჟურნალისტებს და მთელ საზოგადოებას ვუზიარებ ამ ტრაგედიას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)