19:01 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-10 14:25:08, 1174 ნახვა

საზოგადოება
PHR-მა განათლების სისტემაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანის მიზნით სასამართლოს მიმართა

PHR-მა (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) განათლების სისტემაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანის მიზნით სასამართლოს მიმართა.

როგორც PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სარჩელი ითხოვს, დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018-2021 წლების ერთოან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური სექსუალური და რეპროუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანის და სწავლების დანერგვას, რომელიც განთვალისწინებს ბავშვების ასაკს და აფუძნებული იქნება ბავშვების უფლებებსა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე.

„მოგეხსნებათ, რომ საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბავშვის პირადი სივრცე და უსაფრთხოება, ასევე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და მისი პრევენცია.

ბავშვებს არ აქვთ წვდომა სამეცნიერო მტკიცებულებებზე და ბავშვთა უფლებებზე. ამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ბავშვები ხშირად ვერ აფასებენ ფაქტებს სწორად და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის რისკები იზრდება.

აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში, რადგან ისინი დამატებით დაბრკოლებებს აწყდებიან რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას“, - აღნიშნულია PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics