|
2021-07-10 13:59:33, 705 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა მოსამართლეთა შერჩევაზე მშრალი და გაუგებარია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევაზე, მშრალი და გაუგებარია, როგორც ანრი ოხანაშვილმა განმარტა, დაელოდება საბოლოო დასკვნას და იმის მიხედვით გააკეთებს შეფასებას. „ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სიტუაცია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციების, თუმცა რჩება გამოწვევები და ეს რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია და ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ რამე უნდა შეგვეჩერებინა, არის გაუგებარი. ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას, რა იქნება საბოლოოდ დასკვნა და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)