|
2021-07-10 13:07:21, 670 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ტოკიოში აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას და საქართველოში მედლებით დავბრუნდებით
თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიას დაესწრო და ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოლიმპიური თამაშები წელს განხვავებულ ფორმატში, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. „პირველ რიგში, მინდა, წარმატებები გისურვოთ. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი. ვიცი, რამხელა დატვირთვა და როგორი შეგრძნებაა. თქვენ მარტო არ ხართ. იცოდეთ, რომ თქვენ უკან სრულიად საქართველო დგას. ეს ოლიმპიადა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება, რადგან გულშემატკივრები არ დაიშვებიან. მესმის, რამდენად რთულია გულშემატკივრის გარეშე ასპარეზობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საქართველოდან გეყოლებათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი - სრულიად საქართველო. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ დიდ გამარჯვებას და მედლებით დავბრუნდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ქარველ სპორტსმენებს ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენი სახით, გამორჩეული სპორტსმენები გვყავს. წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. დავიტრაბახებ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი მედალი მივიღეთ. ასეთი რამ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არ ყოფილა და ეს თქვენი დამსახურებაა. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა წინა თაობის სპორტსმენებს, წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც მთელი ჩემი ბავშვობა ვუყურებდით, ვგულშემატკივრობდით და ჩვენი სტიმული იყვნენ. დღეს თქვენ შემოგცქერით მომავალი თაობები, ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ, თქვენი წარმატებები მათთვის დამატებითი სტიმული იქნება, რათა ისინიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულები იყვნენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)