|
2021-07-09 17:21:21, 658 ნახვა
პოლიტიკა
12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელებენ. „პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში არა მარტო ფრაქციების, არამედ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უნდა გაერთიანდნენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. პარლამენტის 12 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პარლამენტის დადგენილების პროექტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ. დადგენილების პროექტს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)