|
2021-07-09 15:57:41, 572 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა
ზუგდიდის ყოფილი მერი, გეგა შენგელია გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა. ამის შესახებ შენგელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. შენგელია თავის ყოფილ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მისთვის მმართველი გუნდის ხელმძღვანელთა რიტორიკა და ორკესტრირებული, ტყუილზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ მიუღებელია. „ამ პერიოდის მანძილზე ასევე მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო. სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად“, - წერს შენგელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)