06:54 - 26 Jul, 2026
|
2021-07-09 10:50:24, 2019 ნახვა
მსოფლიო
„ფაიზერი“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს
კომპანია „ფაიზერი“ გეგმავს, რომ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციისთვის მოთხოვნით მიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას განაპირობებს ის, რომ აცრიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფექციის რისკი კვლავ იზრდება. ამასთან, სულ უფრო მეტად გადამდები ხდება ე.წ. დელტა შტამი. როგორც კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, მესამე დოზის მიღების შემდეგ ანტისხეულების 5-10-ჯერ უფრო მაღალი დონე წარმოიქმნება, ვიდრე მეორე დოზით ვაქცინაციის შემდეგ. „ფაიზერის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ვაქცინის მესამე დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)