|
2021-07-07 17:07:23, 1089 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: პოლიციამ იმოქმედა შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე, მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს
„გუშინ და წინა დღეებში პოლიციამ იმოქმედა შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, და ჩვენ კადრებიც ვნახეთ, როგორ უფრთხილდებიან ისინი მეტად ჟურნალისტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ვიდრე საკუთარ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ამ გმირ პოლიციელებს მადლობა ეკუთვნით, მაგრამ იყო მომენტები, სადაც ვერ მოხერხდა ის, რაც იყო ყველასთვის სასურველი. „სამწუხაროდ, დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი. სწორედ ეს სურდათ პროვოკაციის ავტორებს. შსს-მ დეტალურად ისაუბრა დღეს ამ ფაქტებზე. ეს ასხამს წყალს პროვოკაციის დამგეგმავების წისქვილზე. 3000-ზე მეტი პოლიციელი განაწილებული იყო სხვადასხვა ლოკაციაზე, ხოლო „პრაიდის“ ორგანიზატორებმა პოლიციას ლოკაციებიც კი არ შეატყობინეს. ამის გამო ურთულესი აღმოჩნდა პრევენცია და შედეგებიც, სამწუხაროდ, ყველამ ვნახეთ. ახლა მთავარია, რომ მომავალში პრევენცია იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, და ამისთვის ყველა მოძალადე პირი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და დასჯილი“, - აცხადებს მდინარაძე.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)