|
2021-07-07 13:52:23, 569 ნახვა
საზოგადოება
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2021“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2021“ დაიწყო. სწავლება სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში უკვე მეოთხედ ტარდება და მასში 16 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი მონაწილეობს. წლევანდელ სწავლებაში პირველად არიან ჩართული ბრიტანელი დამკვირვებლებიც. პრაქტიკული ნაწილში მედიის წარმომადგენლები ასევე, პირველად გამოიყენებენ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერად ინტეგრირებულ სისტემას MILES, რაც საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და რეალური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენება. „ღირსეული პასუხი 2021“-ის მონაწილეებს მასპინძელი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ჭითანავა მიესალმა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე სამხედროებისთვის ამოცანის შესრულების პროცესში მედიის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. „ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული მდგომარეობის დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლება ძირითადად, კრიზისულ და საომარ ვითარებაში პრაქტიკული ნაწილით არის დატვირთული, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენლებს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მოუწევთ. „ღირსეული პასუხის“ წარმატებით განხორციელებაში საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადახვა ქვედანაყოფია ჩართული, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ. მათ შორისაა საზოგადოებასთან ურთიერთობა საბრძოლო მოქმედებებში, პირველადი სამედიცინო დახმარება საველე პირობებში, სტრესის მართვა, თვითგადარჩენა საველე პირობებში, ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპები და უსაფრთხოების ზომები, კიბერუსაფრთხოება, ასევე საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციები.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)