|
2021-07-07 11:42:46, 837 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას, ეს არც ქართული ტრადიციაა და ვერც ევროპული იქნება
ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ, - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, აგრესია და ძალადობა არ არის ქართული ტრადიაცია და ვერც ევროპული ტრადიცია იქნება. „მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენებს და აუცილებლად მინდა დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება თუ საით მივდივართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოეული მსგავსი ნაბიჯი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვიმცირებს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოვნახოთ ის გზები, რითაც ჩვენ მოვახდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და ამ აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგში, და ჩვენი ყველა მოქალქის უფლება იქნება დაცული. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ევროპული ტრადიცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. გუშინდელი აქციის პარალელურად კვლავ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 100 პირი დააკავა, რომელთაგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)