|
2021-07-07 10:42:41, 699 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კომისიაში 11 განაცხადიდან გასაუბრების ეტაპზე 8 კანდიდატი გადავიდა
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კომისიაში 11 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკოლოზ სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, გასაუბრების ეტაპზე 11-დან 8 კანდიდატი გადავიდა. „11 განაცხადი შემოვიდა თავმჯდომარეზე, აქედან 8 გადავიდა გასაუბრებაზე, სამს უარი ვუთხარით გადაყვანაზე, გაურკვეველი საბუთების წარმოდგენის გამო. 17 განაცხადია შემოსული წევრობაზე და აქედან ერთი ვერ გადავიდა გასაუბრებაზე (მარტო განცხადება იყო საბუთების გარეშე) და 16 გადავიდა. კარგი ამბავი ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, გასაუბრების ლაივსტრიმი გაუშვას (სავარაუდოდ ვებ-გვერდზე) და ტექნიკურ დეტალებს ვაგვარებთ“, - წერს სიმონიშვილი. კანდიდატების ვინაობა დღეს გამოქვეყნდება და გასაუბრების ეტაპი 2 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)