|
2021-07-06 10:33:28, 774 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის ელჩი - საქართველოში დემოკრატიის ბედი საფრთხეშია, ყველა აქტორმა უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით
შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა „ტვიტერში“ წერს. როგორც ელჩი აღნიშნავს, საქართველოში დემოკრატიის ბედი საფრთხეშია და ყველა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით. „შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი, კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები კი აღდგენილ უნდა იქნას. საქართველოში დემოკრატიის ბედი საფრთხეშია და ყველა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით“, - წერს ჩეხეთის ელჩი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)